კომაროვის სკოლის მე-7 კლასში მისაღები გამოცდა 15 ივლისს ჩატარდება

გამოცდის ჩატარების ადგილი:

 სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი (მისამართი: თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ).

 ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/uploads/postData/EEG-2019/map/Tbilisi-175-a.png

 მისაღები გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

 

თუ გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა იქნება 850 მოსწავლეზე მეტი, მეორე საგამოცდო ცენტრი გაიხსნება კომაროვის სკოლაში (ვაჟა-ფშაველას 49).

ამ საგამოცდო ცენტრში მოვლენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც სკოლა დაუკავშირდება. ყველა დანარჩენი მოსწავლე გამოცდას დაწერს მთავარ საგამოცდო ცენტრში (თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ) საგამოცდო ცენტრში.

 

ტესტირებაზე რეგისტრაცია და ტესტირება ორივე საგამოცდო ლოკაციაზე დაიწყება ერთ დროს.

 

ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება: 09:00 საათიდან

ტესტირება დაიწყება: 10:00-ზე

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

·       საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, სასურველია, წყალი (პლასტმასის ბოთლით).

·       აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  ( ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

ტესტის სტრუქტურა:

·       ტესტი  შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან.

·       19 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით

·       6 ამოცანა -  6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით,  შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში).  

·       ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

ტესტირების ხანგძლივობა 2 საათი და 30 წუთი.

 

ინფორმაცია მე-7 კლასში მისაღები მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ გამოცხადდება არაუგვიანეს 7 ივლისისა

 

მისაღებ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • მოსწავლეს, რომელმაც დაძლია მე-6 კლასი.
  • გამოცდაზე არ დაიშვება  მოსწავლე, რომელმაც  2022-2023  სასწავლო წელს დაძლია მე-7 კლასი.

 

რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 2-39-67-96

 



იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს კომაროვისშაბათის სკოლისმე-6 კლასის მე-3 მოდულისაგამოცდო რეგისტრაცია არ სჭირდებათ, ისინი ითვლებიან რეგისტრირებულად. ამ მოსწავლეებმა გამოცდაზე უნდა წარმოადგინონ ან პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ დამოწმებული ფოტოსურათიანი ცნობა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის.

 



 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!



 

 


ზემოთ