76-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია

ნაშრომების მიღება დასრულებულია

კონფერენციის შესახებ

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე , შესაბამისი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობისა და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრისათვის, ასევე, არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობის გაზრდის მიზნით, ატარებს სასწავლო-კვლევით კონფერენციას.

თარიღები და ვადები

  • ნაშრომები მიიღება 13 თებერვლიდან  26 მარტის ჩათვლით;
  • ნაშრომები შეფასდება 3 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით;
  • ნაშრომების შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 1 მაისისა;
  • აპელაცია მიიღება 1 მაისიდან  7 მაისის ჩათვლით;
  • აპელაცია განიხილება და შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 12 მაისისა;
  • გამარჯვებულები გამოვლინებიან და დაჯილდოვდებიან 20 მაისს;

ნაშრომთან დაკავშირებული მოთხოვნები

  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • პირველ ეტაპზე წარდგენილი ნაშრომის მოცულობა 5-15 გვერდი, A4 ფორმატი, ილუსტრაციების გარეშე, მხოლოდ PDF ფორმატში, შრიფტი: Sylfaen ან Calibri , ზომა: სათაური – 12, გამუქებული და სწორი; ნაშრომის ტექსტი – 11 და სწორი; სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5; სათაურსა და ტექსტს შორის დაშორება – 2 სტრიქონი; ტექსტის კიდეები გასწორებული ორივე მხარეს.
  • სავალდებულოა ნაშრომს თან ერთვოდეს ბიბლიოგრაფია, (გამოყენებული მინიმუმ 2 წყარო).
  • ნაშრომი უნდა ეხმიანებოდეს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ერთს მაინც.
  • კონფერენციაზე წარდგენილ ნაშრომს შესაძლებელია ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი. ორი ავტორის არსებობის შემთხვევაში, ნაშრომში გამოკვეთილი უნდა იყოს თითოეული ავტორის თანამონაწილეობის როლი.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ეროვნული სასახლის, პროექტებსა და პროგრამების სამსახური

projectdepartment@nationalpalace.ge

ნაშრომის რეგისტრაციამდე, გთხოვთ, გაეცნოთ კონფერენციის დებულებას